Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინდონეზიის სამთავრობო სტიპენდია- Kemitraan Negara Berkembang (KNB)

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს კონკურსს სამთავრობო სტიპენდიაზე - Kemitraan Negara Berkembang (KNB). აღნიშნული სტიპენდია არის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ინდონეზიის მთავრობა სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს განვითარებადი ქვეყნებიდან, ინდონეზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

განაცხადების წარდგენის ვადაა: 2026 წლის 2 თებერვალი-31 მარტი.

საკონკურსო პირობებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე 

სულთან აგუნის ისლამურ უნივერსიტეტში UNISSULA-ში ინდონეზიის სამთავრობო სტიპენდიით (KNB) სწავლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე 

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

თარიღი: 16/02/2026